
უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის 134-ე დღეს, რუსეთმა ოპერატიული „პაუზა“ გამოაცხადა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკომ განაცხადა.
მისი თქმით, რუსი სამხედროები საბრძოლო მასალას ავსებენ და ამ პერიოდში მათ საშუალება აქვთ დაისვენონ, სახლიდან მიიღონ წერილები და ამანათები.
შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პუტინს მოახსენა, ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის "წარმატებით გათავისუფლება". კრემლის ხელმძღვანელმა ამის შემდეგ, სამხედროებს დასვენების უფლება მისცა.