ბეჟაშვილის განმარტებით, პაპუაშვილთან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და სამდივნოში, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ლევან ბეჟაშვილი განმარტავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და არც პაპუაშვილის სამუშაო კაბინეტში შესულა. მისი თქმით, ის ტექნიკურ საკითხზე, სამდივნოში იმყოფებოდა.

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე  საპარლამენტო ჯგუფებს შეხვდა. შეხვედრას ოპოზიციიდან ესწრებოდნენ „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკური, "მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ ფორმატში მონაწილეობას არ იღებენ.

ისინი ქართულ ოცნებას  უნდობლობას უცხადებენ, რადგან ფიქრობენ რომ შეხვედრები ფორმალური იქნება და ხელისუფლება, კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერს გააკეთებს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი