გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახო ჩარკვიანის მამის ინფორმაციით, მათ უკვე აქვთ საჭირო მტკიცებულებები რომლითაც დასტურდება, რომ ექიმებმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს.
გაიოზ ჩარკვიანის თქმით, მისი შვილი 11 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით ითხოვდა მედიკამენტებს და საჭმელს, თუმცა მას რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი ყურადღებას არ აქცევდა.
"11 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით, ჩემი შვილი ითხოვდა წამალს, სიცხის წამალს, ითხოვდა საჭმელს , ყურადღებას რომ არ აქცევდა, აქედან გამომდინარე, არსებობს იმის დამადასტურებელი [მტკიცებულება], რომ ექიმიც კი არ შედიოდა" - ამბობს გარდაცვლილის მამა.
რაც შეეხება ადვოკატს, მისი განცხადებით რეგულირების კომისიამ 21 ივნისს დადო დასკვნა, სადაც აღწერილია რომ შვიდმა ექიმმა არაეფექტურ მკურნალობით, ჩაიდინა დანაშაულო, რაც ახალგაზრდას გარდაცვალების მიზეზი გახდა.
"რეგულირების კომისიამ, 21 ივნისს გასცა შოკისმომგვრელი დასკვნა, სადაც პირდაპირ აღწერილია, რომ სავარაუდოდ შვიდმა ექიმმა, ჩაიდინა დანაშაულებრივი დაუდევრობა, არაეფექტური მკურნალობა ვახო ჩარკვიანთან მიმართებაში, რომელიც გახდა გარდაცვალების მიზეზი. სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ექიმების მხრიდან არაეფექტურ დანაშაულებრივ მკურნალობას, რომელიც იყო მიზეზობრივ კავშირში ვახო ჩარკვიანის გარდაცვალების საკითხში" - ამბობს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი ბრალდებებს არ იზიარებენ. კლინიკის დირექტორის თქმით, საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს კლინიკა, მხოლოდ პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს დასკვნის დადების შემდეგ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გასული წლის სექტემბერში დაიღუპა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა.