ოლიგარქის გარდა საერთაშორისო სანქციები, შესაძლოა, ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრებზეც გავრცელდეს. იმ პირების პარალელურად, რომლებიც არაფორმალურ მმართველ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენენ, "დროას" ლიდერი ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირების დასანქცირების ინიციატივით გამოდის.
ელენე ხოშტარია ასახელებს კონკრეტულ გვარებს. სუსის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუსის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი კობაიძე, რომელიც ფარული მოსმენების სამსახურს მართავს.