"დღეს გვაქვს შეხვედრა და გვექნება კონსულტაცია ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან, პარტიასთან და შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი, რომელიც წესით უნდა იყოს მარტივი, რომ ყველამ უარი თქვას და შეიკავოს თავი სიძულვილის ენისგან, აგრესიული რიტორიკისგან და ა.შ., მოგვარდება. თუ ჩვენ ყველა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დავაყენებთ სახელმწიფო ინტერესებს და ქართული ოცნება არის პირველი, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნის ინტერესები ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიული ინტერესები. ჩვენ მზად ვართ, გარკვეული მორატორიუმი გამოვაცხადოთ აგრესიულ რიტორიკაზე, კამპანიასა და ა.შ. დაველოდებით კონკრეტულ, შემხვედრ ნაბიჯებს"
აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი.