"აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები რჩება მძლიერი და მტკიცე" | ბაიდენი ჯონსონის გადადგომაზე

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომას ეხმაურება და ამბობს, რომ ამერიკას და დიდ ბრიტანეთს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები ისევ რჩება ძლიერი და მტკიცე.

"დიდი ბრიტანეთი და აშშ უახლოესი მეგობრები და მოკავშირეები არიან. ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობები კი ძლიერი და მტკიცე რჩება. მოუთმენლად ველოდები დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მთელ რიგ მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ეს მოიცავს ძლიერი და ერთიანი მიდგომის შენარჩუნებას უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერაში მაშინ, როცა ისინი საკუთარ თავს იცავენ, მათი დემოკრატიის წინააღმდეგ პუტინის სასტიკი ომისგან, ასევე რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში" - ამბობს ბაიდენი.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ნათელია კონსერვატიული პარტიის ნება, რომ პარტიას ახალი ლიდერი, ქვეყანას კი ახალი პრემიერმინისტრი სჭირდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი