
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი ისევ დაბომბეს. ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარის საშუალებით განხორციელებულ იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა, 5 დაშავდა.
მსხვერპლი მოჰყვა სარაკეტო იერიშს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში. დაიბომბა ქალაქის ცენტრი. დაიღუპა ერთი და დაიჭრა 6 მშვიდობიანი მოქალაქე.
გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები და სასტუმრო.
დონეცკი და ლუგანსკი ისევ რუსეთის მთავარ სამიზნედ რჩება. აგრესორები ცდილობენ, სრული კონტროლი მოიპოვონ როგორც დონბასზე, ისე სამხრეთ უკრაინაზე.