8 მარტის შეთანხმების შესრულებას თვალს ადევნებენ საერთაშორისო პარტნიორები - კარლ ჰარცელი

გამოქვეყნდა:

8 მარტის შეთანხმების შესრულებას თვალს ადევნებენ საერთაშორისო პარტნიორები - ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დღეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თემაზე შეხვდნენ. 

მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ, პარლამენტში კენჭი ეყარა საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი სასიკეთო იქნება დემოკრატიული წინსვლისთვის. არაერთი პოლიტიკური პარტია იღებდა მონაწილეობას დიალოგში და მათ კომპრომისული სულისკვეთება ამოძრავებდათ. სწორედ ამან მიგვიყვანა საერთო შეთანხმებამდე და მინდა გამოვყო ამ შეთანხმების ფარგლებში მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები.

ჩვენ, რასაკვირველია, გავაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას და მონიტორინგს, მათ შორის, არჩევნების კუთხითაც. დღევანდელი შეხვედრის მიზანი კი საარჩევნო სამზადისის შემდეგი ეტაპია, რათა დავინახოთ არსებული პრობლემები შემდგომი სასიკეთო ნაბიჯებისთვის... უდავოა, რომ მომდევნო არჩევნები ძალიან კონკურენტული იქნება, - განაცხადა ჰარცელმა.

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი კი დღევანდელ შეხვედრას პოზიტიურად აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი საარჩევნო კოდექსის ოპტიმალურ ვერსიას შეიმუშავებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი