ჩვენ აქ ჩვენი ნიჭის, ჩვენი შესაძლებლობის რეალიზებას ვახდენდით და ამის საშუალებაც მოგვისპეს - შიმშილობის მე-10 დღე

გამოქვეყნდა:

უსინათლოთა კავშირიდან გათავისუფლებული პირები, მეათე დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილობენ. ისინი კავშირის მენეჯმენტის გადაწყვეტილების შეცვლას და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

უსინათლოები აცხადებენ, რომ სამსახურიდან უსამართლოდ დაითხოვეს, მხოლოდ იმის გამო, რომ მიზერული ხელფასის განახევრება გააპროტესტეს.

პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, ლელა ვეფხვაძე შიმშილობის გამო შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.

"უსამართლოდ გათავისუფლებულები ვართ გვინდა სამართლიანობის აღდგენა, რა ვიცი, მე მგონი ამაში მიუღებელი არაფერი არ უნდა იყოს. აქ მარტო ხელფასი არ არის. უსინათლო ადამიანისთვის იმის რეალიზება რისი უნარიც აქვს, არის ძალიან ძნელი. ჯერ საერთოდ ჩვეულებრივი ადამიანისთვის და მითუმეტეს უსინათლოსთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის. ჩვენ აქ ჩვენი ნიჭი, ჩვენი შესაძლებლობის რეალიზებას ვახდენდით, ამის საშუალებაც მოგვისპეს." - ამბობს 9 აპრილის ტრაგედიის მონაწილე ლელა ვეფხვაძე  

უსინათლოთა კავშირიდან გათავისუფლებულმა 13-მა პირმა უკვე შეიტანა სარჩელი სასამართლოში. საქმის განხილვა 1-ელ აგვისტოსაა ჩანიშნული. 

პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, სამსახურში აღდგენაა.

ადვოკატის განცხადებით, ყოფილი თანამშრომლების ხელფასი 200-400 ლარის ფარგლებში მერყეობდა და სწორედ ეს თანხა გაუნახევრეს მათ.  ამ ფონზე კი  გაიზარდა უსინათლოა კავშირის ხელმძღვანელებისა და გამგეობის წევრების ანაზღაურება.

ავტორი: ნატა ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი