ახალი საარჩევნო კოდექსი მიღებულია - პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს ცოტა ხნის წინ, მეორე მოსმენით უყარა კენჭი და 94 ხმით ოთხის წინააღმდეგ დაამტკიცა.
ცვლილებების მთავარი ნაწილი საარჩევნო უბნებზე 25-მეტრიან დისტანციას და ქალთა კვოტირებას ეხება. ასევე იცვლება პოლიტიკური პარტიებისთვის სარეკლამო დროის განაწილების წესიც, რომლის მიხედვითაც პარტნიორი პარტიები ერთმანეთს სარეკლამო დროს ვეღარ დაუთმობენ.
შეგახსენებთ, რომ ერთადერთი საკითხი, რაც პარლამენტარებს შორის კამათის თემად იქცა, ქალთა კვოტირებაა. ცვლილების მიხედვით პარტიების სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს, რაც ნიშნავს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში 30 ქალი მოხვდება.