აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი, ბიჭვინთის საზღვაო აკვატორიისა და სანაპირო ზოლის რუსეთისთვის გადაცემას გეგმავს

გამოქვეყნდა:

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი, ბიჭვინთის საზღვაო აკვატორიისა და სანაპირო ზოლის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას გეგმავს.

ცნობილი ხდება, რომ რუსეთის ხელისუფლებასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეთანხმება 6 თვის წინ, 2022 წლის 19 იანვარს ფარულად გაფორმდა.

შეთანხმება, უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას, ასევე, საზღვაო აკვატორიის მონაკვეთისა და მასთან არსებული სანაპიროების იჯარით გადაცემას ეხება, რომელიც საერთო ჯამში 184 ჰექტარს მოიცავს.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმსა და მოსკოვს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, აფხაზეთის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან და დე-ფაქტო პარლამენტს, შეთანხმების რატიფიცირების პროცესის ჩაშლისკენ მოუწოდებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი