
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ომში "გარკვეული შემობრუნება" დაიწყო. მისი თქმით, რუსები ოპერატიულ პაუზას იღებენ მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო როგორც ცოცხალი ძალის, ისე აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის კუთხით:
"გასული კვირის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 16 პოზიცია, სადაც რუსული ყაზარმები და საბრძოლო მასალის საწყობები იყო განთავსებული. ეს ყველაფერი არ არის და მალე გარკვეული შემობრუნება მოხდება რუსეთსა და უკრაინას შორის ომში. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე დაიწყო. " ამბობს მიხაილო პოდოლიაკი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.
პოდოლიაკის თქმით, მტრის ლოჯისტიკა გაუმართავია და აქედან გამომდინარე, ოკუპანტებს უჭირთ აღჭურვილობის შევსება და გადანაწილება.
პოდოლიაკმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ იარაღის მიწოდებასთან ერთად, რუსული არმია სულ უფრო და უფრო პანიკაშია - "მტერი დემორალიზებულია, რადგან მასობრივად განადგურდებიან" - ამბობს ის.
"დიახ, ჩვენს პარტნიორებს ესმით, რომ შორი მოქმედების იარაღისა და არტილერიის თანასწორობა საშუალებას მოგვცემს ეფექტურად განვაბლოკოთ უკრაინის ტერიტორიები" თქვა პოდოლიაკმა.