20 მილიონი "ქართული ოცნებისთვის" | უპრეცედენტო რაოდენობის შემომწირველი და პოლიტიკური კორუფციის ნიშნები

გამოქვეყნდა:

20 მილიონი "ქართული ოცნებისთვის" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ატარებს კვლევას და ადგენს, მმართველი პარტია პოლიტიკური შემოწირულობების ბაზარს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კლანს ფულს სწირავს პრაქტიკულად ყველა, ვისაც რაიმე ინტერესი აქვს ან შურისძიების ეშინია.

განსაკუთრებით აქტიურობენ ის ბიზნესმენები, რომელთა კომპანიებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ოლიგარქის ოჯახთან ან ხელისუფლებასთან. შემოწირულობების სანაცვლოდ ეს კომპანიები მილიონობით ლარის ღირებულების ტენდერებს იგებენ და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან.

მმართველ პარტიას არასდროს აქვს რესურსების უკმარისობა, რაც საარჩევნო კამპანიების დროს აშკარად თვალშისაცემია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი