ოპოზიცია ევროპული 12 პუნქტის შესასრულებლად კონკრეტულ გეგმას ადგენს. ხელისუფლების ოპონენტი პოლიტიკოსები სამოქმედო სტრატეგიას ორშაბათს გაასაჯაროვებენ და ქვეყნის მეთაურსაც წარუდგენენ.
სალომე ზურაბიშვილის როლი ამ პროცესში პირველ ეტაპზე პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშნვას გულისხმობს, რომელზეც ქართული ოცნების უმრავლესობან, ოპოზიციის ინიციატივით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განიხილოს.
ამ გეგმის შესათანხმებლად და არასამთვრობო სექტორის მხარდაჭერის მისაღებად დღეს ოპოზიცია და აქტივისტები დახურულ კონსულტაციებზე უკვე მეორედ შეიკრიბნენ.