
მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 4 ივლისამდე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 5 რეგიონის 59 წევრ ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 6 027 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
NCDC-ს ცნობით, აფრიკის რეგიონში პაციენტის გარდაცვალების 3 შემთხვევა დაფიქსირდა.
10 ქვეყანაში 21 დღეზე (მქსიმალური ინკუბაციური პერიოდი) მეტია, არ დაფიქსირებულა მაიმუნის ყვავილის ახალი შემთხვევა.
მაიმუნის ყვავილის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით: https://cutt.ly/7KIIsRx