დეპუტატი ელისო ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტში ისევ ინსტრუმენტის დადგმას ითხოვს და აპირებს "ბოლომდე იბრძოლოს". ამის შესახებ მან მეტრონომთან ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა:
"ისევ იმ აზრზე ვარ. რაც უფრო მეტი ვიარე პარლამენტებში, მივხვდი, რომ კარგად დამისვამს ეს საკითხი და ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ერთი ნორმალური ინსტრუმენტი გვეღირსოს აქაც [საქართველოს პარლამენტში] და ძალიან ღია და დემოკრატიული პარლამენტის ფარგლებში ძალიან კარგი, სასიამოვნო, დემოკრატიული საღამოები ან დღისით კონცერტები ჩაგვეტარებინოს პარლამენტში. ნამდვილად ვისურვებდი ამას, ეს ძალიან კარგი იდეაა. ვინც გამაკრიტიკა, მას კიდევ ერთხელ ვეტყვი - სადაც მუსიკა და ხელოვნება არის, იქ პოლიტიკა ბევრად უფრო კრეატიულია." ამბობს ბოლქვაძე.
შეგახსენებთ, პარლამენტში ფორტეპიანოს დადგმაზე ბოლქვაძემ გადეპუტატების შემდეგაც ისაუბრა და დაკვრის პირობაც დადო.