
შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში ათასობით მომიტინგე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრა. პროტესტის მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისია.
აქციები შრი-ლანკაში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოქალაქეები ეკონომიკურ კრიზისში ქვეყნის პრეზიდენტს, გოტაბაი რაჯაპაკსას ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები დედაქალაქში სხვადასხვა რეგიონებიდან ჩავიდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრამდე, პოლიციამ დემონსტრანტების შეჩერება სცადა, თუმცა ვერ მოახერხა.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.