მივიღე გადაწყვეტილება არ ვიყარო კენჭი კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე - ბენ უოლასი

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი არ იბრძოლებს კონსერვატიული პარტიის ლიდერობისა და ქვეყნის პრემიერობისთვის.

"კოლეგებთან და ოჯახთან დისკუსიის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება არ ვიყარო კენჭი კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მადლობელი ვარ ყველა ჩემი კოლეგის, ვინც მხარდაჭერა გამოხატა" - დაწერა უოლასმა ტვიტერზე

უოლასმა აღნიშნა, რომ ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება:

"მე ვარ ორიენტირებული ჩემს ამჟამინდელ სამუშაოზე და ამ შესანიშნავი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ვუსურვებ ყველა კანდიდატს წარმატებებს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ სწრაფად დავუბრუნდებით ფოკუსირებას იმ საკითხებზე, რომელთა გადასაჭრელადაც ვართ არჩეულნი" წერს ის.

ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, უოლასი პრემიერობის მთავარ პრეტენდენტად ითვლებოდა. 

შეგახსენებთ, ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერის თანამდებობა 7 ივლისს დატოვა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი