
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-ს არ სჯერა ჩინეთის ნეიტრალურობის. ბლინკენმა პეკინის მოსკოვთან დაახლოების საკითხზე ბალიზე გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე ისაუბრა.
"ჩვენ შეშფოთებული ვართ ჩინეთის რუსეთთან დაახლოებით. არ მჯერა, რომ ჩინეთი ამ შემთხვევაში ნეიტრალურად მოქმედებს", - თქვა მან.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ მოკავშირეები ვერ ხედავენ ნიშნებს, რომ ამ მომენტისთვის რუსეთი მნიშვნელოვან დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ჩართვისთვის მზად არის.
მისივე თქმით, რუსული აგრესია არამხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიო წესრიგის ძირითადი პრინციპების წინააღმდეგაა მიმართული.