"ვფიქრობ, ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც რიგგარეშე სხდომაზე აპელირებენ, თვალთმაქცი ხალხია. თუ მათ 12 რეკომენდაციაზე სურთ მუშაობა, ამისთვის შესაბამისი სამუშაო ფორმატებია და არა საყვირალი ფორმატი, რომელიც მათ რეალურად აწყობთ.
რიგგარეშე სხდომა მხოლოდ რადიკალიზაციის და პოლარიზაციის გაღრმავების საფუძველი იქნება მათი მხრიდან, ჩვენი მხრიდან ამის სურვილი არ არის."
"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ოპოზიციონერ დეპუტატებზე, რომლებიც ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვენ.