ღარიბი ქვეყნის მდიდარი პროკურორები და მოსამართლეები - "ოცნების" საყრდენების ქონება

გამოქვეყნდა:

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ჯარჯი წიკლაური, მიხეილ სადრაძე, ამირან გულუაშვილი და რევაზ ბაღაშვილი - ეს ის პროკურორები არიან, რომლებსაც  ქართული ოცნება  პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს ანდობს. პოლიტიკურ დავალებებთან ერთად, იზრდება მათი ქონებაც, რომელთა შესაძენად  პროკურორის ხელფასი საკმარისი ნამდვილად  არ არის. 

გენერალური პროკურორის საცხოვრებელი რეზიდენცია საბურთალოზე 150 კვ/მ. ირკვევა რომ გარემონტებისთვის შოთაძემ დაახლოებით ერთი მილიონი ლარი გადაიხადა, რაც ს 10-ჯერ აღემატება მის წლიურ შემოსავალს.

მთავარმა პროკურორმა რამდენიმე წლის წინ  თბილისთან ახლოს, "წავკისი ველში" 123 100 დოლარად 1300 კვადრატი შეიძინა. მიწა მეუღლის სახელზეა გაფორმებული, დეკლარაციაში ჩანს, რომ ამ ნაკვეთის საყიდლად სესხი ბანკიდან გამოიტანეს, მაგრამ ოჯახის ოფიციალური გასავალი  ამ შემთხვევაშიც შემოსავალზე ბევრად დიდია. წლიურად, 2021  წელს მათი შემოსავალი 155 000  ლარი იყო. 

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის კარიერაში აღმავლობა  ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იწყება, თუმცა ახალგაზრდა ჩინოვნიკმა თავი ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაამახსოვრა და დაამტკიცა, რომ ახალი მმართველისთვისაც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. მეუღლის სახელზე გაფორმებული  მდიდრული სასტუმრო გუდაურში, რეზიდენციები შინდისსა და  თბილისის ცენტრში - ეს გახმაურებული საქმეების პროკურორ წიკლაურის უძრავი ქონების მხოლოდ მცირე ნაწილია. 

სასამართლოს კლანი:

მდიდრულ ქონებას ფლობს სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე. მურუსიძეს ძეგვში აგარაკის აშენება 65 000 აშშ დოლარი დაუჯდა. სახლთან ერთად შეიძინა ძვირადღირებული ავტომობილიც. 

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა რომ ის ღარიბია, თუმცა ფლობს საგურამოში მდიდრულ აგარაკს. მისი გამდიდრება 2012 წლიდან იწყება. ყოფილი პროკურორი ოცნებამ სასამართლოში დანიშნა, რითიც  ოლიგარქის  ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი გახდა.
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი