რუსული გავლენები საქართველოს საპატრიარქოში - სუს-ის კრებსებით გასაჯაროებული საიდუმლოება

გამოქვეყნდა:

რუსული გავლენები საქართველოს საპატრიარქოში - ის რაც წლების განმავლობაში საიდუმლო იყო საჯარო სუს-ის ე.წ. კრებსებიდან გახდა. გასულ წელს გასაჯაროებულ ფაილებში არის კონკრეტული დოკუმენტები, რომლითაც ცნობილი ხდება იმ მაღალი და დაბალი სასულიერო პირების ვინაობა რომლებიც წლების განმავლობაში რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. დოკუმენტებში კარგად იკითხება მათი გადაბირების წლები და მინიჭებული მეტსახელები.  სკანდალურ დოკუმენტებზე საპატრიარქო ამ დრომდე დუმს, თეოლოგები კი ფიქრობენ რომ სწორედ რუსული გავლენების გამო არ უჭერს საქართველოს საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას.

რაკი საქმე საპატრიარქოსა და მაღალი დონის სასულიერო პირებს ეხებოდა და საკითხი განსაკუთრებით სენსიტიურია, რეპორტაჟს ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვამზადებდით. მისი გაშვება ეთერში კი მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც ფაილებში მოხსენიებული რამდენიმე პირი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ამით ფაქტობრივად დაადასტურა სუსიდან გამოჟონილი მასალების ავთენტიკურობა. ახლა გამოძიებას იმის გარკვევაც მოუწევს, არიან თუ არა სასულიერო პირები რუსეთის გავლენის ქვეშ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი