
ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას ABC NEWS ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სასახურმა ათასობით მომლოცველი პილიგრიმი გადაარჩინა მას შემდეგ, რაც წვიმებმა, ყინულოვან ჰიმალაის გამოქვაბულში წყალდიდობა გამოიწვია. მომლოცველები მათთვის წმინდა გამოქვაბულთან იყვნენ დაბანაკებულები.
ხელისუფლებამ შეაჩერა პილიგრიმობა ორი დღით, რადგან რეგიონში წვიმები გრძელდება. ათობით დაკარგულ ადამიანს პოლიციის, გადაუდებელი დახმარებისა და სხვა ჯგუფების თანამშრომლები ამ დრომდე ეძებენ.
რავი დუტი, 69 წლის ინდუისტი ასკეტი ბენგალის შტატიდან, პარასკევს საღამოს გამოქვაბულთან დაბანაკდა. მან თქვა, რომ მთიდან მოულოდნელად წყალი წამოვიდა და „მამაკაცები, ქალები და ჩვენი ნივთებიც წაიღო“.
ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ წუხილი გამოთქვა დაღუპულების გამო. მანოჟ სინჰამ, ნიუ დელის მთავარმა ადმინისტრატორმა რეგიონში, თქვა: ”ჩვენი პრიორიტეტი არის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. გაცემულია ინსტრუქციები მომლოცველთათვის ყველა საჭირო დახმარების გაწევის შესახებ.