ბერას "იკა" და ბიძინას "რაც გინდათ ის დაუძახეთ" - მართული მმართველი

გამოქვეყნდა:

ჩვენს ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული მმართველები ჰყავს. ყველაზე გამორჩეული პრემიერი ღარიბაშვილია - კვლევას მისი პოლიტიკური კარიერის  შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს. 

სანამ 3 მილიონიანი ქვეყნის სათავეში მოვიდოდა მანამდე ის ბერა ივანიშვილის პროდიუსერი და მისი პირადი ასისტენტი იყო, მისი საქმიანობა კი ხშირ შემთხვევაში ბერასთვის ქოლგის დაჭერით შემოიფარგლებოდა.

2004-დან 2012 წლამდე ღარიბაშვილი ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული მსახური იყო. 

2012-ში ის შს მინისტრად დაინიშნა, 2013-ში პრემიერის პოსტზე გადაინაცვლა, 2 წელში ივანიშვილმა აღიარა, რომ ღარიბაშვილი კორუფციასა და ნეპოტიზმში იყო ჩართული და პრემიერის პოსტი ამ მიზეზით დაატოვებინა.

2019 -ში წარსულში კორუფცია ჩართული ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე დააბრუნა, 2021 ში კი, როცა გარშემო ერთგული ადამიანები შემოეცალა, იძულებული გახდა, ღარიბაშვილი უკვე მეორედ დაენიშნა პრემიერმინისტრის პოზიციაზე. 

პოსტების ცვლის პარალელურად ღარიბაშვილი ბერა ივანიშვილთან ძველ მეგობრობას არ ივიწყებდა. ძალაუფლების წყალობით კი სჯიდა 15 წლის იმ მოზარდებს, რომლებიც ბერა ივანიშვილს სოციალურ ქსელში ცუდად მოიხსენიებდნენ. ბერას შემგინებლებს მისი დამცველები  სახლებში აკითხავდნენ- ემუქრებოდნენ და სჯიდნენ. 

ბერასთვის ქვეყნის პირველი პირი დღემდე "იკაა" -   არაფორმალურ მმართველს კი, თავადაც ვერ გაურკვევია ზუსტად ვინ არის ღარიბაშვილი. მხოლოდ ის იცის, რომ მისი ბრძანებები უსიტყვოდ უნდა შეასრულოს და გვეუბნება, რომ რაც გვინდა, შეგვიძლია ის ვუწოდოთ.

ღარიბაშვილთან დაახლოებული პირებისგან შეიქმნა ე.წ. კახური კლანი, რომლის წევრებიც ტენდერებს უკონკურენტოდ იგებდნენ და ბიუჯეტის ფულით მდიდრდებოდნენ.

მხოლოდ პრემიერისა და მისი მეუღლის საათები, ის რაც საზოგადოებამ ნახა, ნახევარი მილიონ ლარზე მეტის ღირებულებისაა. ქონება კი ბევრად მეტია, ვიდრე მისი შემოსავლები. ბოლო დროს კი სკანდალად იქცა ბაკურიანის ტყე, რომელიც ღარიბაშვილმა ცოლს 49 წლიანი მართვის უფლებით გადასცა. 


ღარიბაშვილის „პოლიტიკურ მიღწევებად“ კი შეგვიძლია ჩავთვალოთ: 

თავდასხმები ოპოზიციურ პარტიებზე;

სამოქალაქო საზოგადოების ლანძღვა და კრიტიკული მედია ორგანიზაციების დევნა;

მოძალადე, პრორუსული ჯგუფების გამოჩენა, გაძლიერება და მათი ღია მხარდაჭერა;

პოლიტიკური ოპონენტების პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გასაჯაროება.  

ავტორი: ნინო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი