ზელენსკიმ 5 ქვეყანაში უკრაინის ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა - მათ შორის გერმანიაში

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ხუთ ქვეყანაში: გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიის სამეფოში, ჩეხეთსა და ინდოეთში.

გათავისუფლებულთა შორისაა გერმანიაში ელჩი, ანდრეი მელნიკი, რომლის შესახებაც უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანულმა Bild-მა გაავრცელა ცნობა, რომ მელნიკს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე უპირებდნენ დანიშვნას.

მელნიკი ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა გერმანიის ხელისუფლების კრიტიკითაც. ის ამბობდა, რომ ოფიციალური ბერლინი უკრაინას იარაღს ნელი ტემპებით აწვდის.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი