
რომის პაპი შესაძლოა, კიევს აგვისტოში ესტუმროს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
არქიეპისკოპოსმა, პოლ რიჩარდ გალაჰერმა, ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანმა. ვიზიტი შეიძლება შედგეს პაპის კანადაში მოგზაურობის შემდეგ ივლისის ბოლოს, თქვა გალაჰერმა.
"მინდა უკრაინაში წავიდე. მაგრამ ამის გასაკეთებლად შესაფერის მომენტს უნდა დაველოდო, რადგან ადვილი არ არის ისეთი გადაწყვეტილების მიღება, შესაძლებელია, ამან უფრო მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სარგებლობა მთელ მსოფლიოს. მე უნდა ვიპოვო შესაფერისი დრო. ამ კვირაში მე ვხვდები უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც მოვლენ ჩემს შესაძლო ვიზიტზე სასაუბროდ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა რომის პაპმა 4 ივნისს.
შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა არაერთხელ ისაუბრა უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის აუცილებლობაზე, ასევე, ქვეყნის მონახულების სურვილზე.