თვითგამოცხადებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ "აზოვის" ბატალიონის ორ ჯარისკაცს - კონსტანტინე ნიკიტენკოს ("მელა") და ნიკოლაის, იგივე "ფროსტს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ინფორმაცია უკრაინულ ტელეგრამ რახებზე რუს პროპაგანდისტებზე დაყრდნობით ვრცელდება. ოფიციალური ცნობა კი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
"სახალხო რესპუბლიკაში" საოკუპაციო რეჟიმმა სიკვდილით დასჯა რამდენიმე დღის წინ აღადგინა.