ხელისუფლებისგან ვითხოვთ პასუხისმგებლობის აღებას იმაზე, რომ მას სათანადო ჯანდაცვაზე აქვს წვდომა - კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ პასუხისმგებლობის აღებას იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადო ჯანდაცვაზე აქვს წვდომა და რომ მისი როგორც პატიმრის უფლებები დაცულია. დიპლომატის თქმით, იგივე პრინციპებია ნიკა გვარამიასთან მიმართებაში:  

"უკვე მრავალი თვეა, განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. რასაც ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისგან არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი, როგორც პატიმრის უფლებების სრული დაცვა, რომ მომავალ და მიმდინარე საქმეების წარმოებისას, განხორციელდეს სათანადო სამართლებრივი პროცედურები. ასევე პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მას სათანადო ჯანდაცვის ქონაზე აქვს წვდომა.

იგივე პრინციპები უნდა იქნას გამოყენებული ბატონი გვარამიას შემთხვევაშიც." თქვა კარლ ჰარცელმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

იხილეთ ასევე:


 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი