"პირდაპირ მივმართავ ელჩს, რომ მას არასწორი დასაყრდენი ჰყავს საქართველოში" - ყაველაშვილი დეგნანს 

გამოქვეყნდა:

„ელჩის განცხადების გამო განცვიფრებული ვარ. მისი მხრიდან იყო დაუფარავი გაღიზიანება და ისეთი დამოკიდებულება, რაზეც არ შემიძლია, არ ვისაუბრო. არ გვეშლება ჩვენ არაფერი, არც დამოკიდებულებაში, არც პატივისცემაში და არც ის, ვინ ვინ არის, მაგრამ დიპლომატიას ნამდვილად დავუწუნებ...

პირდაპირ მივმართავ ელჩს, რომ მას არასწორი დასაყრდენი ჰყავს საქართველოში. მან საქართველოს უმრავლესობის პოზიცია უნდა გაითვალისწინოს და როცა საქართველოს პარლამენტის წევრს, უმრავლესობის მხრიდან არჩეულ დეპუტატს ესაუბრება, მე მგონი, ასეთი დამოკიდებულება, ვინც არ უნდა იყოს, შეურაცხმყოფელია. როცა კითხვები არსებობს, მე მინდა, მან პასუხი გასცეს და იქვე ვუსვამ ხაზს, რომ ეს პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესს. სწორედ ამერიკის იმიჯს აზიანებს ის, რომ ის მხარს უჭერს სწორედ იმ არასამთავრობო სექტორს, რომელიც პოლიტიკურ სცენაზე ამოვიდა და ხელისუფლების გადატრიალებაზე საუბარი დაიწყო“

- თქვა პარლამენტის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი