"ქართული ოცნება" "მთავარ არხს" და ჟურნალისტ თენგო გოგოტიშვილს ისევ თავს ესხმის. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შემდეგ, ჟურნალისტი ომში ჩართვის მოწოდებების გაკეთებაში საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, მამუკა მდინარაძემ დაადანაშაულა.
მდინარაძის მტკიცებით, გოგოტიშვილი ამბობდა, რომ საქართველოსთვის "ომში ჩართვა ერთადერთი გამოსავალია".
"ნაცმოძრაობის ტელევიზიის - "მთავარი არხის" ერთ-ერთი სახე, თენგო გოგოტიშვილი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ომია ახლა ერთადერთი გამოსავალი და ევროინტეგრაციისკენ გზა და შანსი არის ომში. „მთავარი არხი“ რომ ამბობს, ნაცმოძრაობა ამბობს? პირდაპირი მოწოდება არის? მთავარი არხიდან ასე თავისუფლად ჟურნალისტები თავის პირად აზრს ვერ საუბრობენ, ისევე, როგორც თავის დროზე, მათი მმართველობის დროს ვერ საუბრობდნენ თავის პირად აზრებს. ეს იყო გატესტვა, პირდაპირი მოწოდება ომისკენ და გატესტვა", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მან სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც გააკრიტიკა:
"გატესტვა იყო ასევე სამწუხაროდ სახალხო დამცველის მიერ, სანქციებზე იყო საუბარი, რომელიც ასევე ომისკენ ერთ-ერთი მიმავალი გზა იყო. თურმე, ამ სირცხვილს, ურჩევნია, ბომბები ცვიოდეს თავზე. შესაძლებლობების ფანჯარაა, როცა რუსებმა გაიყვანესო ჯარები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და ეს ფანჯარა უნდა გამოვიყენოთო, ლომჯარია ამბობდა თუ არა?", - თქვა მდინარაძემ.
ასევე იხილეთ: