ოკუპანტები იარაღის საცავების მოწყობას ბაღებსა და სკოლებში გეგმავენ, ეცდებიან დაგვაბრალონ, რომ ბავშვებს ვესვრით - გაიდაი

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაი ინფორმაციით, რეგიონში კვლავ მძიმე ვითარებაა, თუმცა უკრაინელი სამხედროები მტერს მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ. 

მისი თქმით, ჯარისკაცები ანადგურებენ რუსულ იარაღის საცავებს და ცოცხალ ძალას. აქვთ ინფორმაცია, რომ ოკუპანტები იარაღის საცავების მოწყობას საბავშვო ბაღებსა და სკოლებში გეგმავენ, რათა შემდგომ უკრაინელებს ბავშვების მისამართით სროლა დააბრალონ.

"ვითარება ლუგანსკში მძიმეა. რეგიონის ნაწილი ცდილობს, თავდაცვა შეინარჩუნოს. ჩვენი მებრძოლები მტერს მედგრად ებრძვიან. ჩვენი გმირები მტრის საცავებს და ცოცხალ ძალას ანადგურებენ. ოკუპანტები დაბნეულები არიან, ფიქრობენ როგორ შეინარჩუნონ ცოცხალი ძალა და იარაღის საცავები. ინფორმაცია გვაქვს, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში აპირებენ იარაღების საცავების მოწყობას. ამ ნაბიჯით შეეცდებიან დაგვაბრალონ, რომ თითქოს, ბავშვებს ვესვრით", - ამბობს სერგეი გაიდაი.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი