უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული გორლოვკას მახლობლად, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

"9 ივლისს, გორლოვკას მახლობლად, უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფმა, რუსეთის საოკუპაციო ძალების ვერტმფრენი ჩამოაგდო. გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია სამიზნის განადგურების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, მტრის ვერტმფრენის ტიპი დგინდება.

10 ივლისის მონაცემებით, უკრაინელებმა ჯამში რუსი აგრესორების 188 ვერტმფრენი გაანადგურეს.

ასევე იხილეთ:

37 300 ჯარისკაცი, 1 641 ტანკი, 3 823 ჯავშანტექნიკა - რუსი ოკუპანტების დანაკარგი 10 ივლისის მონაცემებით

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი