
გასული დღე-ღამის განმავლობაში, მიკოლაევის ოლქში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ინფორმაციას მიკოლაევის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი, ჰანა ზამაზეევა ავრცელებს.
მისი თქმით, მტერმა დაბომბა ბაშტანსკისა და მიკოლაევის რაიონების დასახლებები: შიროკოვსკი, ბერეზნეგუვაცკი და პერვომაისკი.
"გასული დღის განმავლობაში მიკოლაევის ოლქში 16 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ბავშვები არ არიან. ყველა დაშავებული ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი და საჭირო დახმარება უტარდებათ", - თქვა საბჭოს თავმჯდომარემ.
მისივე ცნობით, დაბომბვის შედეგად მარცვლეულის მინდვრები იწვის.
ზამაზეევამ დასძინა, რომ 10 ივლისის მდგომარეობით, მიკოლაევის საავადმყოფოებში 319 დაშავებული მოქალაქეა მოთავსებული, კიდევ 77-ს ამბულატორიული დახმარება გაეწია.