დონეცკში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ-იარში, რუსი ოკუპანტების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქალაქ ჩასივ-იარში, 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, დაშავდა 5", - აცხადებენ უწყებაში.

კორპუსის ნანგრევებიდან მოქალაქეების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ადგილზე 67 მაშველი და 10 ერთეული სპეც. ტექნიკა მუშაობს.

არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში 30-ზე მეტი ადამიანია მოყოლილი, მათ შორის 9 წლის ბავშვი.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი