დონეცკში, კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა - სამაშველო ოპერაცია გრძელდება

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ-იარში, რუსი ოკუპანტების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.

"13:00 საათის მდგომარეობით, ჩასივ-იარში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 15 ადამიანია დაღუპული, დაშავდა 5", - აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

კორპუსის ნანგრევებიდან მოქალაქეების გამოსაყვანად სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე 67 მაშველი და 10 ერთეული სპეც. ტექნიკა მუშაობს.

არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში 30-ზე მეტი ადამიანია მოყოლილი, მათ შორის 9 წლის ბავშვი.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი