სანქციების წრე ოლიგარქ ივანიშვილის გარშემო სულ უფრო ვიწროვდება. მილიარდერის ადვოკატებმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ, ირიბად აღიარეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დე ფაქტო სანქცირებულია. აღმოჩნდა, რომ მთელი სამი თვეა, ივანიშვილი "კრედიტ სვისიდან" ვერ იღებს მის კუთვნილ ასეულობით მილიონ დოლარს, იმის მიუხედავად, რომ ეს ფული არასდროს და არც ერთ შემთხვევაში ყოფილა სადავო საგანი.
"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და მთავარი სპონსორი მისი მთავარი ინსტრუმენტის - ფულის გარეშე რჩება. ეს კი ოლიგარქიული რეჟიმისთვის მთავარი საყრდენის გამოცლას ნიშნავს. ივანიშვილი სავარუდოდ მარტო არ იქნება.
პარალელურად დასავლური, კონკრეტულ შემთხვევაში კი ამერიკული უშიშროების სააგენტოები თავის საფრთხეების დოკუმენტში საქართველოს ასახელებენ, როგორც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის არიდების ერთერთ გზად და თავის მთავრობებს ურჩევენ, ყურადღებით გააკონტროლონ ეს დერეფანი.
ამ შემთხვევაში კი უკვე ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობა დგება. უფულოდ დარჩენილი ოლიგარქის ადვოკატები აანონსებენ, რომ გაწბილებული ივანიშვილი მალე საჯაროდაც ალაპარაკდება.