ერთი ოლიგარქის გადასარჩენად კი დღეს ქვეყნის მმართველი პოლიტიკური პარტიაა დარაზმული და მზადაა ივანიშვილის მილიარდებს და საბანკო გარჩევებს საქართველოს მომავალი გადააყოლოს. დემოკრატიულობისა და პროდასავლურობის ნიღაბი "ქართულმა ოცებამ" დიდი ხნის წინ ჩამოიხსნა, მაგრამ რასაც ბოლო დღეებია სამთავრობო თუ საპარლამენტო ტრიბუნებიდან ვისმენთ - ეს უკვე პირდაპირ რუსული სცენარის გათამაშებაა.
დღეს ირაკლი კობახიძე თუ "ოცნების" სხვა ლიდერები ევროკავშირსა და ამერიკას ისეთივე ხალითისა და ისეთივე სიტყვებით ესხმიან თავს, როგორც მაგალითად კრემლის მაღალჩინოსნები აკეთებენ ამას. "ოცნების" კულუარებში გათამაშებულ რუსულ სცენარში თავისი, და ალბათ ყველაზე ბინძური ადგილი აქვს პარტიიდან წამოსულ სამეულს. რომლებმაც ახლა ჩვენი სტრატეგიული პარტნიროების ლანძღვა აიღეს თავის თავზე. მაგალითად ყაველაშვილის წერილი, ჯერ დეგნანს სრული სისულელეები დააბრალა და კრემლში დაწერილი შეთქმულების თეორიები გაიმეორა, და როცა პასუხად მიიღო რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, ახლა აქეთ დასდეს ამერიკის ელჩს ბრალი სიცრუეში.
დააბრალე ყველაფერი, უარყავი ყველაფერი - აი ასეთია ტაქტიკა პოლიტიკური გუნდისა, რომელიც ძალაუფლების შესანარჩეუნებლად მზადაა ისედაც კრიტიკულ ზღვარზე მისული პოლარიზაცია ლამის სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს. ირაკლი კობახიძემ ჩვენს კორესპოდენტს და ახლო წარსულში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ყოფილ უფროსს, თენგო გოგოტიშვილს ეფესბეს აგენტობა დააბრალა. შესაბამისად, პასუხიც თავად თენგომ მოამზადა.