თავდასხმები დასავლეთზე, ეროვნული ინტერესების გაუფასურება, კონსპირაციის თეორიები, რეალობასა და გამოგონილს შორის ზღვარის წაშლა, დემოკრატიული სისტემის დისკრედიტაცია და ფსევდო პატრიოტული იდეებით შეფუთული მავნებლობა... ეს მხოლოდ ჩამონათვალია რუსული პროპაგანდის არსენალიდან, რომელსაც კრემლი ჩვენს წინააღმდეგ იყენებს.
არც ერთი სიტყვა, ან იდეა, რომელსაც ხან აგრესიული ჯგუფებისგან მოისმენთ და ხანაც "ოცნების" ლიდერებისგანაც, არაა შემთხევევითი. თუ ამ ცალკეულ ამოგლეჯილ ფრაზებს დიდ სურათზე დავალაგებთ, ეს ფრაგმენტები სრულად ეწერება კრემლის მთავარ მიზანში - ჰიბრიდული მეთოდებით შეარყიოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა და კონტროლი მოიპოვოს მასზე.
როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და როგორ შევუშალოთ ხელი მიზნების მიღწევაში - ამ საკითხზე ამერიკისა და ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფო ფიქრობს და მუშაობს. თუმცა არა საქართველოს ხელისუფლება. მეტიც - არათუ ხელის შეშლას ცდილობს ვინმე რუსული პროპაგანდისთვის, ახლა უკვე თავად იმეორებენ იმას, რის გასავრცელებლადაც კრემლი მანამდე სხვადასხვა მართულ ჯგუფებს იყენებდნენ.