
არგენტინაში პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს დინოზავრის ნეშტი, რომელიც ახალი სახეობაა, და მას ხორციჭამია დინოზავრის სახეობა უწოდეს. ახალი სახეობა ტირანოზავრ რექსის მსგავსია, დიდი თავით და პატარა ხელებით.
მკვლევარების დასკვნების თანახმად, არსებების მცირე წინა კიდურები არ იყო ევოლუციური შემთხვევა, არამედ აძლევდა იმდროინდელ მტაცებლებს გარკვეული გადარჩენის უპირატესობებს.
სახეობის სახელი, Meraxes gigas, ეწოდა დრაკონის სახელს წიგნებიდან "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა", რომელიც შთაგონება იყო სატელევიზიო სერიალისთვის - "სამეფო კარის თამაშები".
მერაქსის ნაშთები მიუთითებს იმაზე, რომ დინოზავრი მოკვდა დაახლოებით 45 წლის ასაკში და დაახლოებით ოთხი ტონა წონით, განაცხადეს მკვლევარებმა თავიანთ დასკვნებში. ისინი თვლიან, რომ დინოზავრი ცხოვრობდა დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ, დღევანდელ არგენტინაში.