"ფრენის ბილეთების ფასი აუცილებლად გაძვირდება" - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია

გამოქვეყნდა:

ავიაკომპანიის ბილეთების ფასი გაიზრდება "უდავოდ" - ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა

უილი უოლშმა, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ ნავთობის ფასები გაიზარდა მას შემდეგ, რაც ეკონომიკა Covid პანდემიისგან გამოწვეული დანაკარგების აღდგენას ცდილობს.

ის ერთ-ერთ მიზეზად უკრაინაში პუტინის მიერ დაწყებულ ომსაც ასახელებს. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა რუსეთიდან ნავთობის იმპორტის სრული აკრძალვა, გაერთიანებული სამეფო კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად შეწყვეტს რუსეთის მიწოდებას. ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 2022 წლის ბოლომდე დაბლოკავენ რუსული ნავთობის იმპორტის უმეტესობას.

"დამსვენებლები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ფრენების ღირებულება გაიზარდოს...ფრენა უფრო ძვირი იქნება მომხმარებლისთვის, ეს უდავოდ მოხდება",- განუცხადა მისტერ უოლშმა BBC-ის.  

მან, ასევე, ხაზგასმით თქვა, რომ ნავთობის მაღალი ფასი ბილეთების მაღალ ფასებზე აისახება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი