მოსკოვს ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი და ძლიერი წვიმა დაატყდა თავს | უკრაინის ბულვარში კაცი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

მოსკოვს საშინელი ქარიშხალი დაატყდა თავს. არიან დაღუპულები და დაშავებულები - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

მათი ცნობით, მოსკოვში, უკრაინის ბულვარზე ქარიშხლის შედეგად წაქცეულმა ხემ კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, სულ მცირე 10 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დაადასტურა მამაკაცის გარდაცვალება. 

„მოსკოვში ჭექა-ქუხილი და ქარიშხლიანი ქარია. დღეს ყველაზე რთული მდგომარეობაა. ქარის ნაკადი 25 მ/წმ-ს აღწევს. 10 ადამიანი უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოებში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით. ერთი ადამიანი დაიღუპა. ჩემი სამძიმარი გარდაცვლილის ოჯახს. საქალაქო სამსახურები იღებენ ყველა საჭირო ზომას ქარიშხლის შედეგების აღმოსაფხვრელად. იყავით ფრთხილად ”- დაწერა სობიანინმა ტელეგრამის არხზე.

 მედიის ცნობით, ძლიერმა ქარმა ჩრდილო-დასავლეთის რაიონებში რამდენიმე ხე წააქცია. ლეფორტოვოს გვირაბში, წვიმის დროს, გზაზე საფარი დააზიანა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი