
დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე რუსულ ფილტრაციას ადგილობრივი მოსახლეობის 30% არ გადის - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
ოკუპანტებს „სარდაფში“ მიჰყავთ ადამიანები, რომლებსაც ისინი „საშიშად“ მიიჩნევენ, ხაზგასმით აღნიშნა ვერეშჩუკმა.
"ვინც ფილტრაციას არ გადიან, სხვა სამხედრო ტყვეებთან ერთად აბრუნებენ კოლონიაში ან წინასწარი დაკავების იზოლატორში. როგორც ვიცით დეპორტირებული და დაბრუნებული ადამიანების გამოკითხვით, ძირითადად ისინი კაცები არიან“, - თქვა ვერეშჩუკმა.
შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციამ შექმნა მინიმუმ 18 ფილტრაციის ბანაკი, რომელსაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები გადიან.