ყველა რუსი მკვლელისთვის სასჯელი გარდაუვალია...რუსეთი პირველი იქნება, ვინც მათ მიატოვებს | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ იარზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ვინც გასცემს ბრძანებებს ასეთი დარტყმების შესახებ, ვინც მათ ახორციელებს მას ჩვეულებრივ ქალაქებში, საცხოვრებელ ადგილებში, აბსოლუტურად განზრახ კლავს. ასეთი დარტყმების შემდეგ ვერ იტყვიან, რომ რაღაც არ იცოდნენ ან ვერ გაიგეს. სასჯელი გარდაუვალია ყველა რუსი მკვლელისთვის. აბსოლუტურად ყველასთვის. იგივე რაც ნაცისტებისთვის. იმედი არ ჰქონდეთ, რომ მათი სახელმწიფო დაიცავს მათ. რუსეთი პირველი იქნება, ვინც მათ მიატოვებს, როცა პოლიტიკური გარემოებები შეიცვლება"

- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ვიდეომიმართვაში 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი