
ათასობით მეხანძრე პორტუგალიაში ტყის ხანძრებს ებრძვის. ცეცხლი ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურის გამო გაჩნდა.
გასულ კვირას ქვეყანაში 40 გრადუსი დაფიქსირდა და მოსალოდნელია, რომ ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს. ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხანძრის გამო არიან დაშავებულები. პორტუგალიაში ტერიტორიის 28% ჯერ კიდევ ივნისში გვალვამ გაანადგურა.
გვალვას ებრძვის იტალიაც.