ჭიათურის საკრებულოს "ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე პარტიას და თანამდებობას ტოვებს

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებასა" და თანამდებობას ჭიათურის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ნიკა სამხარაძეც ტოვებს. ამის შესახებ მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა. ის "ოცნებიდან" წასული სამი დეპუტატის პოზიციას იზიარებს და ამბობს, რომ "ბევრი ისეთი რამე პირიდაპირ სათქმელი, რომელიც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ".

"ზუსტად ვხვდები, რომ ქართული ოცნებიდან გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა ჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში ქართულ ოცნებას ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი.

დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაგუნდელს ყველაფრისთვის.

იმედია არ მიწყენენ.

ჩემი აზრით ბევრი ისეთი რამეა პირდაპირ სათქმელი, რომელიც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ. ამ სიტყვებში არ შეიძლება ჩემს კოლეგა გიორგი ღამბაშიძეს არ დაეთანხმო", - წერს ნიკა სამხარაძე.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი