სახალხო დამცველი ამბობს, რომ მზადაა სასამართლოს სისტემის რეფორმების საკითხთან დაკავშირებით, მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ სამუშაო ჯგუფთან ერთად, სადაც მისი კომპეტენცია იქნება საჭირო.
როგორც ლომჯარია ამბობს, ევროკავშირი აღნიშნული პროცესის შედეგად ელოდება, რომ ქვეყანაში გატარდეს მნიშვნელოვანი რეფორმები.
"არის წარმოდგენილი ეს გეგმა, რა თქმა უნდა, სკეპტიციზმი მაქვს, ბუნებრივია იმ განცხადებებიდან და გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე რასაც ჩვენ ვხედავთ...ისინი ელოდებიან, რომ ამ პროცესის შედეგად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის: მართლმსაჯულება, ანტიკორუფციული მიმართულება, სამართალდამცავი უწყებები, არჩევნები, გადადგმული იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები და გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პროცესს უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ რამდენად არის ამის მზაობა ხელისუფლების მხრიდან", - ამბობს ნინო ლომჯარია
სასამართლო სისტემის რეფორმების საკითხთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. დღეს საკანონმდებლო ორგანოში ადამიანის უფლებათა კომიტეტის პირველი სხდომაა ჩანიშნული, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მუშაობას გეგმავს. სხდომას ბოიკოტს უცხადებს ენმ, ""ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი".
სასამართლო რეფორმის საკითხი ერთ-ერთია იმ 12 პუნქტიდან, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს რეკომენდაციის სახით წარუდგინა და შესასრულებელ ვადად 6 თვე განუსაზღვრა, ამ პუნქტების შესრულება კი საქართველოს ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება.