იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს - დეპუტატი "ვივა მედში" მივიდა

გამოქვეყნდა:

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულებას "გირჩის" წევრი, იაგო ხვიჩია გეგმავს. მისი თქმით, სურს გაიგოს მიხეილ სააკაშვილი როგორ ხედავს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას და ჰქონდეს წარმოდგენა რას ფიქრობს.

"მინდა რომ პოლიტიკურ სიტუაციას როგორ ხედავს, ეს გავიგო ამ ქვეყანაში, როგორ უყურებს იმ ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება და მას რა წარმოუდგენია გაგრძელებად, რომ მე დაახლოებით მქონდეს წარმოდგენა, თვითონ რას ფიქრობს და ზოგადად ნაცმოძრაობის ინტერესები რა შეიძლება იყოს, იმიტომ, რომ როგორც გითხარით აქ სხვადასხვა რამეს მეუბნებიან და მე მინდა მქონდეს სათქმელი, მათ შორის ნაცმოძრაობის წევრებთან, რომ მე აი ასეთი ინფორმაცია მაქვს და შესაბამისად ეს რაღაც სპეკულაციები დამთავრდეს ჩემთან", - თქვა იაგო ხვიჩიამ. 

იაგო ხვიჩია "ვივა მედში" ცოტა ხნის წინ მივიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი