ის, ვინც არ ერთვება ამ რეკომენდაციების განხორციელებაში, მას არ უნდა ევროკავშირი - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"საქმე არის მარტივად. ის, ვისაც უნდა ევროკავშირი, ვისაც უნდა ამ გზაზე სიარული, ის ჩაერთვება ევროკავშირის მიერ მოცემული რეკომენდაციების განხორციელებაში. ის, ვინც არ ერთვება ამ რეკომენდაციების განხორციელებაში, მას არ უნდა ევროკავშირი. ამაზე მარტივად, მე მგონი, ქართულ პოლიტიკაში ჯერ საკითხი არ ყოფილა."

აცხადებს შალვა პაპუაშვილი სასამართლო სისტემის რეფორმების საკითხთან დაკავშირებით,  საკანონმდებლო ორგანოში, სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. დღეს საკანონმდებლო ორგანოში ადამიანის უფლებათა კომიტეტის პირველი სხდომაა ჩანიშნული, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება  საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მუშაობას გეგმავს. სხდომას ბოიკოტს უცხადებს ენმ, ""ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი".
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი