სუსი წინასაარჩევნო რეჟიმზე გადაერთო - ოპოზიცია უწყებაში დაწყებულ გამოძიებას აფასებს

გამოქვეყნდა:

ახლა უკვე მთლიანად გადაერთო სუსი წინასაარჩევნო რეჟიმზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა უწყებაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

უდუმაშვილი ამბობს, რომ სუს-ისგან მსგავსი პრაქტიკა მოსალოდნელი იყო და ვარაუდობს, რომ ამ მიმართულებით ზეწოლა არამხოლოდ "მთავარი არხის" შემთხვევაში, ზოგადად მედიამიმართულებით კვლავ გაგრელდება. პოლიტიკოსები ამბობენ იმასაც, რომ მთავარი დაკვეთა ხელისუფლების მხრიდან სუს-ის მისამართით, სწორედ პოლიტიკური რეპრესიაა და შესაბამისად, ამ საგამოძიებო უწყების წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაა. 

სუსი რომ ივანიშვილის პოლიტიკური იარაღია, ეს უკვე ყველამ იცის დიდი ხანია, მაგრამ ახლა უკვე მთლიანად გადაერთო ეს სამსახური წინასაარჩევნო რეჟიმზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მთვაარი ამოცანაა მისი პოლიტიკური ოპონეტნტებისა და პოლიტიკურად განწყობილი მედიის სრულად განეიტრალება, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი. 

"ევროპულ საქართველოში" კი ამბობენ, რომ რუსეთის ჯაშუშებს საქართველოს გარდა, ყველა ქვეყანაში აკავებენ. 

რუსეთის ჯაშუშებს აკავებენ ფინეთში დიდ ბრიტანეთში, ესტონეთში, გერმანიაში, ყველგან. საქრთველოში არ არიან რუსეთის ჯაშუშები? და ამ დროს სახელმწიფოს და გადასახადის გადამხდელთა რესურსი იხარჯება რაზე, რომ ჟურნალისტებს სდიონ, ეს განცხადება რატომ თქვი ისე და ის განცხადება რატომ თქვი ასე. მაშინ, როცა ღიად ანტიდასავლური პრორუსული ექსტრემისტული მედიასაშუალებები სრულ კომფორტშია, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ლილუაშვილის უწყება "მთავარ არხს" ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დასკვნა იმ რესპოდენტების გამოკითხვის საფუძველზე გამოაქვეყნა, რომლებიც "მთავარი არხის" ეთერში გასული სიუჯეტის შემდეგ, სუს-ში დაიბარეს. ლილუაშვილის უწყება ახლა "მთავარ არხს" სიუჟეტის შავი მასალის გადაცემას სთხოვს. 

სუს-ის განცხადებაში "მთავარი არხი" დადანაშაულებულია დეზინფორმაციის გავრცელებაში, ყალბი ახალი ამბების შექმნასა და მოსახლეობაში განზრახ პანიკის დათესვაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი