
ლიეტუვამ კალინინგრადში საქონლის ტრანზიტზე შეზღუდვები გააფართოვა . არსებული ინფორმაციით, შეზღუდვები შეეხება, ალკოჰოლური ნაწარმის, ცემენტისა და სანქციების მეოთხე პაკეტით აკრძალულ სხვა რუსულ პროდუქციის შეტანას ევროკავშირის ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს გაცხადებით, სახმელეთო ტრანზიტი კალინინგრადის რეგიონსა და რუსეთის სხვა ნაწილებს შორის არ შეჩერებულა და არ დაბლოკილა.
"მგზავრებისა და იმ საქონლის ტრანზიტზე, რომელიც არ ექვემდებარება ევროკავშირის სანქციებს, რაიმე ცალმხრივი, ინდივიდუალური ან დამატებითი შეზღუდვები ლიეტუვას არ დაუწესებია “, – აცხადებს ლიეტუვას სამინისტრო
ცნობისთვის, 17 ივნისს ძალაში შევიდა ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ფოლადისა და შავი ლითონების ტრანზიტის აკრძალვა.